პარტია პარნასის ერთ-ერთი ლიდერინილია იაშინი ჩეჩნეთის პრეზიდენტთან შეხვედრას ითხოვს. რამზან კადიროვს მან ღია წერილით მიმართა და გროზნოში ჩასვლისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
„მე თქვენთან რამდენიმე შეკითხვა მაქვს, რომლებიც ბორის ნემცოვის მკვლელობის საქმეს ეხება. ვფიქრობ, ისინი თქვენ არ მოგეწონებათ. სახელისუფლო მედია თქვენ იმ ადამიანად წარმოგადგენთ, რომელსაც მსგავსი საუბრების არ ეშინია და უხერხულ პასუხებზე კითხვები აქვს. ვიმედოვნებ, ამ რეპუტაციას არ გაიფუჭებთ,“-ნათქვამია წერილში.