პაკისტანში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა იზრდება. ბოლო მონაცემებით, პარაჩინარის ბაზარში მომხდარ აფეთქებას 15 ადამიანი ემსხვერპლა, 30-მდე კი დაშავდა. რამდენიმე მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია, რის გამოც მსხვერპლი სავარაუდოდ კიდევ უფრო გაიზრდება.