ვარშავაში მმართველი პარტიის მხარდამჭერი აქცია მოეწყო. „კანონი და სამართლიანობა“-ს სოლიდარობა პოლონეთის დედაქალაქში გამოსულმა ათასობით მხარდამჭერმა გამოუცხადა. მსვლელობის მონაწილეები პრეზიდენტ დუდას და პარტიის ლიდერის, იაროსლავ კაჩინსკის სახელებს სკანდირებდნენ. ერთი დღით ადრე ვარშავაში ანტისახელისუფლო აქცია მოეწყო. ოპოზიციამ მმართველი გუნდი და პრეზიდენტი კონსტიტუციის დარღვევასა და სახელმწიფო ინსტიტუტებით მანიპულირებაში დაადანაშაულა.