საუდის არაბეთის ისტორიაში პირველად, მუნიციპალური ორგანოს არჩევნებში ქალებმა გაიმარჯვეს. არჩევნებში გამარჯვებული 2100 კანდიდატიდან 20 ქალია. მუნიციპალური საბჭოები სამეფოში ერთადერთი სახელისუფლო ორგანოა, რომელიც არჩევნების გზით კომპლექტდება. დღემდე ქალებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ ეძლეოდათ.