რუსეთში, ვორონეჟის ოლქში მდებარე ფსიქონევროლოგიურ ინტერნატში გაჩენილმა ხანძარმა 22 კაცი იმსხვერპლა. საგანგებო სიტუაციათა სამსახურის მაშველები ეძებენ ერთ დაკარგულს.
რუსული მედიის ცნობით, ხანძრის დროს ინტერნატში სულ 74 კაცი იმყოფებოდა, მათ შორის 29 მწოლიარე პაციენტი. წინასწარი ინფორმაციით, ელექტრომოწყობილობის მწყობრიდან გამოსვლის შედეგად, შენობას ხანძარი შაბათს გვიან ღამით გაუჩნდა. დილისათვის მეხანძრეებმა შეძლეს ხანძრის ლიკვიდაცია.
მედიაში წერენ, რომ პაციენტები ხანძრისგან თავის დაღწევას არ ცდილობდნენ, ისინი ლოგინებში მწოლიარენი აკვირდებოდნენ მოვლენებს, რამაც მათი გადარჩენა შეუძლებელი გახადა.