შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, წინასაარჩევნო ჯგუფის წევრის ეკა ზღულაძის შეფასებით, მნიშვნელოვანია, წინასაარჩევნოდ ნებისმიერ სახით პოლიტიკური ზეწოლის გამორიცხოს.
"იყო რამდენიმე პრობლემა, რომლის შესახებაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა გვაცნობეს და ყველა მათგანზე შესაბამისი ზომები უკვე მიღებულია. ძალიან ცოტა შემთხვევაა, როცა მსგავსი ბრალდებების ფაქტობრივი გადამოწმება ხერხდება", - განაცხადა ზღულაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
შს მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ თუ ფაქტები საფუძვლიან ეჭვებს ბადებს, ასეთ შემთხვევაში სამთავრობო ჯგუფს აქვს უფლებამოსილება რეკომენდაციით მიმართოს შესაბამის სტრუქტურებს.
"გამოძიების დასრულებამდე ადამიანი, რომელიც შესაძლოა ზეწოლას ახორციელებდეს შესაძლოა ჩამოშორდეს ოფიციალურ უფლება-მოვალეობას", - აღნიშნა ზღულაძემ.