"ქრისტიან-დემოკრატიული" მოძრაობის თბილისის საკრებულოს დიდუბის მაჟორიტარი კანდიდატის, ლევან ჯაფარიძის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, 2008 წლის 3 ნოემბერს ჩატარებული შუალედური არჩევნებისგან განსხვავებით, დიდუბის დახურულ უბნებზე ამომრჩეველთა რეკორდული რაოდენობაა დაფიქსირებული.
როგორც ჯაფარიძემ დიდუბეში დაცვის პოლიციის შენობასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე განაცხადა, ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნებამდე 15 დღით ადრე გამოაქვეყნებს დახურული უბნების სიებს.
ჯაფარიძის ინფორმაციით, დიდუბის №8 საარჩევნო ოლქის დახურული უბნის 56 ნომერში 2008 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნებისთვის 400 ამომრჩეველი იყო, ხოლო 2010 წლის 30 მაისის თვითმმართველობის არჩევნებზე დახურული უბნის ამომრჩეველთა რაოდენობა 1095-მდე გაიზარდა. მისი ინფორმაციით, დიდუბის საარჩევნო უბნის 57-ე დახურულ უბანზე 2008 წლის 3 ნოემბერს არჩევნებში მონაწილე 1324 ამომრჩეველი იყო, ხოლო 2010 წლის 30 მაისის არჩევნებზე მათი რაოდენობა 1730-მდე გაიზარდა.
"მივმართავთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და ხელისუფლებას, დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა, რომლებიც არ არიან დიდუბის ოლქის ამომრჩევლები, ხმა არ მისცენ დიდუბის დახურულ უბნებზე. მივმართავთ მოსახლეობას, 2010 წელს 30 მაისს შემოხაზეთ ყველამ ~10", _ განაცხადა ჯაფარიძემ.