"ქრისტიან-დემოკრატები" გამარჯვების შემთხვევაში ამომრჩევლებს ჯანდაცვისა და სოციალური სფეროების დაფინანსების მკვეთრად გაზრდას ჰპირდებიან.
"ქრისტიან-დემოკრატების წევრმა მაგდა ანიკაშვილმა და მთაწმინდის მაჟორიტარმა კანდიდატმა თამთა დემურაშვილმა სოციალურ და ჯანდაცვის სფეროს პრიორიტეტებზე დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.
"დღეს ჯანდაცვაზე იხარჯება მხოლოდ 23 მილიონი, რაც 700 მილიონამდე უნდა გაიზარდოს. "ქრისტიან-დემოკრატები" თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ვპირდებით ამომრჩეველს, რომ ყველა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი დაიგეგმება სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ინტერესიდან გამომდინარე. დედაქალაქის თვითმმართველობა უნდა ზრუნავდეს ყველაზე დაუცველ ჯგუფზე, როგორებიც არიან პენსიონერები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები, ბავშვები, მრავალშვილიანი ოჯახები და მარტოხელა დედები", _ განაცხადა ანიკაშვილმა.
"ქრისტიან-დემოკრატების" შეფასებით, ეს გეგმა არა მხოლოდ იდეის დონეზე დარჩება, არამედ ძალაუფლების ხელში აღების შემთხვევაში, აუცილებლად განხორციელდება.