მოძრაობა "სოლიდარობა" ხელისუფლებას ახალი სამუშაო ადგილების შექმნის საკუთარ სქემას სთავაზობს.
როგორც მოძრაობის ოფისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღინიშნა, უმუშევართა დასაქმებისთვის ხელისუფლებამ წამგებიანი საწარმოები ინვესტორებს სიმბოლურ ფასად უნდა გადასცეს.
"ამის სანაცვლოდ ინვესტორებმა თბილისელების დასაქმების ვალდებულება უნდა აიღონ", - აცხადებენ "სოლიდარობის" წევრები.
ამასთან, მათი განმარტებით, აღნიშნულის კონტექსტში ხელისუფლებამ
"იაფი კრედიტის" პროგრამაც უნდა აამოქმედოს, რათა ინვესტორებმა საწარმოების დროულად ამუშავება შეძლონ".