საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის შეფასებით, სეპარატისტები რუსული მხარის უშუალო დირექტივებით ცდილობენ ჟენევის მოლაპარაკების ჩაშლას.
ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" კალანდაძემ ოს სეპარატისტთა ლიდერის პოსტკონფლიქტური ვითარების დარეგულირების საკითხებში სპეციალურ წარმომადგენელის ბორის ჩოჩიევის განცხადების კომენტირებისას განუცხადა.
"ჟენევის მოლაპარაკები რთულად მიმდინარეობის. რუსული მხარის უშუალო დირექტივებით სეპარატისტები პერიოდულად ცდილობენ, რომ საერთაშორისო მოლაპარაკები ჩიხში შეიყვანონ. ჩოჩოევის განცხადებაც, რომ თუ საქართველო მათთან არ გაფორმებს თავდაუსხმელობის შესახებ ხელშეკრულებას მორიგი დესტრუქციული ნაბიჯია, რომ შესძლონ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების ჩაშლა", - განაცხადა ნინო კალანდაძემ.
ამასთან, მან იმედი გამოთქვა, რომ ჟენევის მოლაპარაკების თანათავმჯდომარეები ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვიზიტის ფარგლებში შესძლებენ სეპარატისტების დარწმუნებას, რომ საერთაშორისო ფორმატში მოლაპარაკების გაგრძელება აუცილებელია.