ოპოზიცია იგივეს ჰპირდება ხალხს, რასაც ხელისუფლება უკვე აკეთებს, _ ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში შპს "ვი-არის" გენერალურმა დირექტორმა შოთა ბუგეჩაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, წინასაარჩევნი პერიოდში პოლიტიკური ძალები ბიზნესს ახალს არაფერს სთავაზობენ.
ბუგეჩაშვილის განმარტებით, რომ არა აგვისტოს ომი, ეკონომიკური მდგომარეობა გაცილებით უკეთესი იქნებოდა.
"აგვისტოს ომმა, რომელსაც მსოფლიო ეკონომიკური კრიზისიც დაერთო, ცხადია ეკონომიკის განვითარება შეაფერხა. თუმცა საქართველომ ეს ბარიერი დასძლია და ახლა უკვე განვითარების გზას ადგას", _ განაცხადა ბუგეჩაშვილმა
რაც შეეხება ოპოზიციის წინასაარჩევნიო დაპირებებს, "ვი-არის" გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ პოლიტიკური ძალები მოქმედ ბიზნესს ახალს არაფერს სთავზობენ და რიგ შემთხვევებში თავიანთი დაპირბებით მას არც თუ საიმედო პერსპექტივას უქმნიან.
ბუგეჩაშვილი მიიჩნევს, რომ არ შეიძლება იყოს უფასო წყალი, რადგან გადასახადები ინახავას სახაელმწიფოს და შესაბამისად თუ ეს უფასო იქნება, მაშინ ეს 10 მილიონი, რომელიც წყლისთვისაა საჭირო, ბიუჯეტმა უნდა დააფინანსოს, რაც ეკონომიკაზე ნეგატიურ გავლენას იქონიებს.
"დენისა და გაზის 10 და 5-თეთრიანი ტარიფი ვერანაირ ეკონომუიკურ გაანგარიშებას ვერ უძლებს და ეს ექსპერტებმაც დაადასტურეს. ეს უფრო წინასაარჩევნი პიარ-კამპანიაა და არარეალური დაპირება", _ განაცხადა"ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ბუგეჩაშვილმა.
მისი თქმით, აუცილებელია ადამიანებს ქონდეთ მყარი სოციალური გარანტიები და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადაიდგას და რაც შეეხება რაიმე სახის უფასო პროდუქტის არსებობას ეს არის ნაბიჯი უკან, შესაძლოა სპეციალისტებმა ტარიფების ოდენობაზე იმსჯელონ და არა იმაზე არსებობს თუ არა ბუნებაში უფასო პროდუქცია.
შოთა ბუგეჩაშვილი განმარტავს, რომ თუ იგივე წლის შემთხვევაში მოსახლეობა ერთი ჯიბიდან არ ამოიღებს თანხას მისი ღირებულების გადასახდელად, მაშინ ამის გაკეთება უფრო დიდი მოცულობით მოუწევთ მეწარმეებს, რადგან ბიუჯეტი ვერ შესძლებს წყლის გადასახადის სრულ დაფინანსებას.
მისივე თქმით, არარეალურმა დაპირებებმა საბოლოოდ შესაძლოა ბიზნესი ძალიან ცუდ დღეში ჩააგდოს.