სომალური ისლამისტური დაჯგუფების, „აშ-საბაბის“ლიდერზე ნებისმიერი ინფორმაციისთვის შეერთებულმა შტატებმა სოლიდური ჯილდო დააწესა. ის, ვინც ამერიკულ სპეხსამსახურებს დაჯგუფების ლიდერ აბუ უბაიდის ადგილ-სამყოფელს აცნობებს, 6 მილიონ დოლარს მიიღებს. უბაიდემდე „აშ-შაბაბს“ ახმედ აბდი გოდანი მეთაურობდა, რომელიც გასულ წელს ამერიკული უპილოტო თვითმფრინავის იერიშს ემსხვერპლა.