ბელარუსში სამი რუსი კაზაკი გაასამართლეს. მათ ბრალი ბოროტი ხულიგნობის მუხლით წაუყენეს. ერთ-ერთ მათგანს სასამართლომ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ის სასჯელს ბელარუსის ერთ-ერთ კოლონიაში მოიხდის. კაზაკები ქალაქ პინსკში ივლისში დააკავეს. ამის მიზეზი კოლეჯის საერთო საცხოვრებელში მოწყობილი დებოში გახდა.