მასობრივი გაფიცვა საბერძნეთში. მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას სახელმწიფო და კერძო სექტორში დასაქმებული ათობით ათასი ადამიანი გააპროტესტებს. გაფიცვას ამჯერად საზოგადოებრივიბ ტრანსპორტის, რკინიგზის, საზღვაო პორტების და აეროპორტების თანამშრომლებიც შეუერთდებიან, რაც საბერძნეთის სატრანსპორტო სისტემის პარალიზებას გამოიწვევს. პროფკავშირების მიერ ორგანიზებული აქცია 24 საათს გაგრძელდება.