ჟენევაში სოტბის აუქციონზე ახალი რეკორდი დამყარდა. იშვიათი სახეობის ბრილიანტი “ცისფერი მთვარე” სარეკორდო ფასად გაიყიდა. უცნობმა კოლექციონერმა მასში 48 ნახევარი მილიონი დოლარი გადაიხადა. ჯერ კიდევ გუშინ ძვირფასი ქვა 55 მილიონ დოლარად იყო შეფასებული, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ “ცისფერ მთვარეში” 7 მილიონით ნაკლები გადაიხადეს, ის მსოფლიოში ყველაზე ძვირად გაყიდული ბრილიანტი გახდა.