ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ კატალონიის პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია დაბლოკა, რომლის მიხედვითაც ქვეყნის შემადგენლობიდან რეგიონის გასვლის პროცესი უნდა დაწყებულიყო. გადაწყვეტილება 11-ვე მოსამართლემ ერთხმად მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეიდან კატალონიის საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული აქტის კანონიერებას საკონსტიტუციო სასამართლო შეისწავლის. 2017 წლისთვის დამოუკიდებლობის გამოცხადების გადაწყვეტილება კატალონიის პარლამენტმა 9 ნოემბერს მიიღო.