ცნობილ ამერიკელ მსახიობსა და კალიფორნიის ყოფილ გუბერნატორს, არნოლდ შვარცენეგერს ინდურ მძაფრსიუჟეტიან ფილმში გადაიღებენ. „რობოტი 2“-ში ის უარყოფით პესრონაჟს განასახიერებს. ფანტასტიური ჟანრის სურათის პრემიერა მომავალ წელს შედგება. მანამდე შვარცენეგერმა არაერთხელ განაცხადა, რომ ინდური ფილმები მოსწონს და რომ ბოლივუდთან სიამოვნებით ითანამშრომლებდა.