ბრაზილიაში Cessna 650 ტიპის ორძრავიანი თვითმფრინავი ჩამოვარდა. კატასტროფას 4 ადამიანი ემსხვერპლა. მათგან 2 პილოტი, 2 კი საბანკო და სადაზღვეო კომპანიების მაღალჩინოსანია. თვითმფრინავი სან-პაულოს მიმართულებით მიფრინავდა. კატასტროფის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია.