ბარაქ ობამა ამერიკის პირველი პრეზიდენტია, ვისი ფოტოც ლგბტ ჟურნალის, Out-ის გარეკანზე დაბეჭდეს. ჟურნალმა თეთრი სახლის ლიდერი „წლის მოკავშირედ“ აღიარა. რედაქციამ ობამას სექსუალური უმცირესობების უფლებათა დაცვაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. განსაკუთრებული აღფრთოვანებით ლგბტ საზოგადოება ბარაქ ობამას მიერ გაკეთებულ განცხადებას შეხვდა, რომელიც შეერთებულ შტატებში ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციის შესახებ უმაღლესი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხებოდა. ობამამ ამ გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდა.