ყველა მხარემ უნდა შეიკავოს თავი, რომ ქვეყანა არ დაზარალდეს - ასე შეაფასა ქვეყნის შიდა პოლიტიკური ვითარება და მედია პლურალიზმის პრობლემები საგარეო და ევროკომისარმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ.
ევროკავშირის პირველმა დიპლომატმა მედიისთვის პირველი განცხადება ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა.
"ჩვენ მიმოვიხილეთ პოლიტიკური გარემოს უზრუნველყოფის საჭიროება, რომ საარჩევნო პროცესები ჩატარდეს მშვიდად, დემოკრატიულად. დარწმუნებული ვარ, საქართველოს ძალუძს დემოკრატიული არჩევნების ჩატარება. ჩვენ ვისაუბრეთ საჭიროებაზე, რომ დემოკრატიული პროცესები შენარჩუნდეს მთელი 2016 წლის განმავლობაში. ემოციები პოლიტიკაში ქართველებს და იტალიელებს კარგად ესმით, რას ნიშნავს, მაგრამ ემოციების გარდა, არსებობს ჩარჩოები, რომელსაც მნიშვნელობა ენიჭება - ეს გახლავთ მედიათავისუფლება, პლურალიზმი, კანონის უზენაესობის პატივისცემა, სასამართლოს დამოუკიდებლობა. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარემ შეიკაოს თავი ისეთი ქმედებებისგან, , რომელიც ნამდვილად არ იქნება სასარგებლო საქართველოს საზოგადოებისთვის და კონსტრუქციულად იმოქმედონ ამ პროცესის ჩარჩოებში", - განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.