განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის განცახდებით, ჭაბუა ამირეჯიბის შვილიშვილის მიმართვაში მოყვანილ ფაქტზე საქმის წარმოება დაწყებულია.
საუბარია რუსა ამირეჯიბის მიერ გავრცელებულ წერილთან - "ძირს რასიზმი და დისკრიმინაცია", დაკავშირებით, რომელშიც ის 130-ე სკოლის დირექტორსა და მასწავლებლებს მისი შვილის დისკრიმინაციაში ადანაშაულებს. ამირეჯიბის განცხადებით, მის შვილს კანის ფერის გამო კლასელმა შეურაცხყოფა მიაყენა, ,,ნაცვლად იმისა, რომ მასწავლებლებსა და დირექტორს იმ ბავშვისთვის აეხსნათ, რომ ცუდი საქციელი ჩაიდინა, მის შვილს ეცნენ და ატირეს".
,,ჩვენი შიდა აუდიტი და შესაბამისად, მონიტორინგის სამსახური დილიდან უკვე სკოლაში იმყოფება და ვიკვლევთ, რა მოხდა და რა გადაცდომას აქვს ადგილი. როგორც კი დამთავრდება და პირველადი ინფორმაცია მექნება, შემდეგ დეტალურად გავაკეთებ განცხადებას", - განაცხადა სანიკიძემ დადასძინა, რომ ფაქტის დადასტურების შემთხვევაში გამოყენებული იქნება სერიოზული სანქცია.