საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის განცხადებით, აქვს თუ არა რაიმე გავლენა მოსამართლის პირად ურთიერთობებს შესაძლო გადაწყვეტილებების მიღებაში, ამას საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია განიხილავს.
მისივე თქმით, პარლამენტის მიერ მოსამართლეების აცილების შუამდგომლობის ელექტრონული ვერსია საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე შესულია.
,,სასამართლო ვალდებულია, განიხილოს ნებისმიერი მხარის შუამდგომლობა. ჩვენ დარწმუნებული ვართ, არცერთი მოსამართლის პირადი ურთიერთობებს გადაწყვეტილების მიღებაში რაიმე გავლენა არ აქვს. რომ არ იყოს ეჭვი, ამიტომ სასამართლო სერიოზულად აღიქვამს ამას და განიხილავს. მე ვერ ჩავერევი, არ ვმონაწილეობ კოლეგიის საქმიანობაში და ჩემს აზრს ვერ გამოვხატავ, მაგრამ კანონისდამიხედვით განიხილავს ამ საკითხს, არის თუ არა საფუძველი მეუღლის, თუ წლების წინ ვიღაცებთან ერთად საქმიანობა აცილების საფუძველი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, ოფიციალურად აცილების შუამდგომლობა საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს შევა და აღნიშნულ შუამდგომლომობაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს. პაპუაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მოსამართლეების აცილების პრეცედენტი უახლოეს ხანებში არ ყოფილა.
პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს „რუსთავი 2“-ის საქმეზე მოსამართლეების აცილების შუამდგომლობით გუშინ მიმართა.