საქალაქო სასამართლოში დღეს ე.წ. “კაბელების საქმის“ მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება. ბრალდების მხარე მტკიცებულებებს წარადგენს და მოწმეებს დაკითხავენ. პროცესი 12 საათზეა ჩანიშნული. საქმეში თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსანია ბრალდებული, რომლებიც რამდენიმე თვის წინ გირაოთი გაათავისუფლეს. მათ ბრალად სილქნეტის სასარგებლოდ 4 მილიონ ლარზე მეტი თანხის გაფლანგვა ედებათ.