არასამთავრობო ორგანიზაციები გიორგი მდინარაძის საქმის დაუყოვნებლივ და ობიექტურად გამოძიებას მოითხოვენ. ერთობლივ განცხადებაში სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები შეშფოთებას გამოთქვამენ ადვოკატის საქმიანობისთვის ხელის შეშლისა და მისი სავარაუდო ფიზიკური შეურაცხყოფის გამო. განცხადებაში ნათქვამია, რომ მსგავსი შემთხვევები კიდევ უფრო აძლიერებს საზოგადოების უნდობლობას პოლიციის მიმართ და ძირს უთხრის ყველა რეფორმის მნიშვნელობას ამ სფეროში. არსამთავრობოები გამოძიების მოთხოვნის გარდა შსს-ს დამატებითი განმარტებების გაკეთებისკენ მოუწოდებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ადვოკატ გიორგი მდინარაძეს ფიზიკურად პოლიციელები გაუსწორდნენ. შსს ადასტურებს, რომ ის ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული.