იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ევა გოცირიძე მიიჩნევს, რომ მართლმსაჯულების ავტორიტეტის დაცვვის მიზნით გამოხატვის უფლების შეზღუდვა დასაშვებია.
თამაზ ურთმელიძის მიერ რუსთავი 2-ის გამოტანილი განჩინების კომენტირებისას, იუსტიციის საბჭოს სხდომაზე ევა გოცირიძემ აღნიშნა, რომ მართლმსაჯულების ავტორიტეტი და პრესტიჟი არის აბსოლუტურად შეუვალი ღირებულება და იქვე დასძია, რომ ამ „შეუვალი ღირებულების“ დასაცავად შეიძლება შეიზსღუდოს გამოხატვის თავისუფლება.
"როგორ შეიძლებოდა, ყოფილიყო აღქმული და წაკითხული როგორც სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევა, ჩემთვის არის დიდი საოცრება. ყველას შევახსენებ, რომ სამართლიანი რეპორტაჟის მეთოდი არის ის დებულება, ის საერთაშორისო სამართლებრივი პრინციპი, რომელიც საერთოა მთელ მსოფლიოში. ეს არის საერთო ევროპული სტანდარტი. მართლმსაჯულების ავტორიტეტი და პრესტიჟი არის აბსოლუტურად შეუვალი ღირებულება და მის დასაცავად შეიძლება, შეიზღუდოს ყველას გამოხატვის თავისუფლება, იმ ჟურნალისტთა გამოხატვის თავისუფლება, რომლებიც ავრცელებენ ცალმხრივ შეუმოწმებელ ინფორმაციებს", - განაცხადა გოცირიძემ.