რუსთავი 2-თან დაკავშირებით თამაზ ურთმელიძის მიერ 5 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე შეტნილი სარჩელის განხილვა თავად ურთმელიძეს მოუწევს. ტელეკომპანია „საქართველოს“ იურისტები სარჩელით საქალაქო სასამართლოს სავარაუდოდ ხვალ მიმართავენ. ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა საერთაშორისო ორგანიზაციების რეაქციის ფონზე მათი საჩივარი დაკმაყოფილდეს. საქმესთან დაკავშირებით ტელეკომპანია ,,რუსთავი 2-ის” უფლებადამცველებს განჩინება ამ დრომდე არ ჩაბარებიათ.