"სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის" დამფუძნებელი მალხაზ გულაშვილი ახალგორში გაიქცა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "იმედი" ავრცელებს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ახალგორიდან იგი, სავარუდოდ, რუსეთში წასვლას აპირებს.
ამასთან, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ელიზბარ ჯაველიძემ განაცხადა, რომ ტელეკომპანია "კავკასიაზე" მომხდარი ინციდენტის შემდეგ, გულაშვილს ემუქრებოდნენ.
გარდა ამისა, "სახალხო მმართლმადიდბლური მოძრაობის" წევრები აცხადებდნენ, რომ გულაშვილი გაუჩინარებული იყო და მასთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა.
ტელეკომპანია "კავკასიაზე" შაბათს საღმოს ერეკლე დეისაძის წიგნის, "საიდუმლო სირობის" ირგვლივ გამართულ დებატებს ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა. გადაცემაში მალხაზ გულაშვილი მონაწილეობდა, ხოლო შენობის გარეთ "სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობისა" და "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის" წევრებსა და გადაცემის სხვა მონაწილეებს შორის ჩხუბი გაიმართა. ინციდენტის გამო დაკავებულ 7 პირს დღეს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.