„პატრიოტთა ალიანსის“ მიერ ორგანიზებულმა აქციამ რუსთაველის ძეგლიდან მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გადაინაცვლა.
აქციის მონაწილეები და “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერები ირმა ინაშვილი და დავით თარხან-მოურავი ხელისუფლებისგან თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრების გადაყენებას, ასევე საგარეჯოში გამართული შუალედური არჩევნების შდეგების უკანონოდ ცნობას და მომავალში არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩატარებას მოითხოვენ.
აქციის მონაწილეთა ნაწილი, კერძოდ ირმა ინაშვილი, ადა მარშანია და ემზარ კვიციანი შიმშილობას 24:00 საათიდან დაიწყებენ. როგორც
ინაშვილმა განაცხადა, მათთან ერთად პარტიის სხვა მხარდამჭერებსაც შეეძლებათ დარჩენა და შიმშილობის აქციის დაწყება.
ინაშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მათ მოთხოვნებზე მთავრობამ მუშაობა დაუყოვნებლივ არ დაიწყო, მოშიმშილეების საპროტესტო აქციები მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყება.
ირმა ინაშვილმა და რამოდენიმე “პატრიოტთა ალიანსის” წევრმა უკვე გამოაცხადა, რომ უვადო შიმშილობას იწყებენ.