ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში, რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები აუცილებლად გამოიწვევს გრანტებისა და კრედიტების შეჩერებას. მისი თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციები ფულს, ავტორიტარული რეჟიმების დასამყარებლად არ იძლევიან.
,,სერიოზულად იკვეთება საერთაშორისო იზოლაციის ნიშნები. ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლების ამ განცხადებებს აუცილებლად მოჰყვება გრანტებისა და კრედიტების შეჩერება ( მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან) და მომავალი წლის ბიუჯეტის მოშლა.
ბევრი შევარდნაძისდროინდელი კადრია ხელისუფლებაში და კარგი იქნება, თუ გაუზიარებენ ახლებს მათ წარსულ გამოცდილებას.
არ იძლევიან ფულს ავტორიტარული რეჟიმების დასამყარებლად”, - აცხადებს ექსპერტი რომან გოცირიძე.