ვაკე-საბურთალოს მეხუთე განყოფილებაში სამართალდამცავებმა ადვოკატი გიორგი მდინარაძე სცემეს.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციელების გაღიზიანება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ადვოკატმა თავისი დაცვისქვეშ მყოფ არასრულწლოვანს, დუმილის უფლების გამოყენება ურჩია.
მდინარაძე ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი.