ახალი მემარჯვენეების პოლიტიკური მდივანი მანანა ნაჭყებია ხელისუფლებას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესი პოლიტიკურია და მისი მიზანია, რომ ხელისუფლება დარჩეს მომავალი არჩევნების წინ მოსუფთავებულ ველზე.
ამის შესახებ განცხადება მანანა ნაჭყებიამ გადაცემა არჩევანში გააკეთა.
„ქვეყნის მომავალი პერსპექტივების კონტექსტში. ორ მთავარს დაარტყა დღეს ხელისუფლებამ სადაც მედიას და სასამართლოს, გაამზადა ნიადაგი იმისთვის, რომ საქართველოს ჩადგეს იმ ქვეყნების რიგში, რომლებმაც დემოკრატიაზე არც უნდა ვიოცნებოთ, ჩვენზე ხელი ჩაიქნიოს და იზოლაციაში მოვექცეთ. ამას ქართველი ხალხი არ შეეგუება,“ - აცხადებს მანანა ნაჭყებია.