შეერთებული შტატები რუსთავი 2-ის მფლობელთა შეცვლით შეშფოთებულია. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა.
„ჩვენ შეშფოთებულნი ვართ რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებული პროცესებით და იმ შედეგებით, რაც ამან შესაძლოა სასამართლოს დამოუკიდებლობასა და პლურალიზმზე მოახდინოს. სააპელაციო პროცესის დაწყებამდე ტელეარხის მენეჯმენტის შეცვლის მცდელობას ექნება ღრმა პოლიტიკური შედეგები. დემოკრატიულ ქვეყანაში კრიტიკული აზრი უნდა არსებობდეს და ის არ უნდა იდევნებოდეს. დამოუკიდებელი პრესისა და სასამართლოების არსებობა უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის,“-აღნიშნა კირბიმ.