გარდაცვალებიდან 40 წლის შემდეგ ელვის პრესლი კვლავ ბრიტანეთის ჰიტ-აღლუმების სათავეში მოექცა. მისი კლასიკური ჰიტების კრებული If I Can Dream ფილარმონიის სამეფო ორკესტრმა ჩაწერა. პირველი ადგილი ჩარტებში ალბომმა მას შემდეგ დაიკავა, რაც მისი 79 ათასი ასლი გაიყიდა. პრესლისთვის განკუთვნილი პრიზი მის ყოფილ ცოლს, პრისცილა პრესლის გადასცეს.