6–8 ნოემბერს თბილისში, სპორტის სასახლეში, „ოლიმპიური“, ახალგაზრდული საკალათბურთო სტუდენტური ლიგის თასის ნახევარფინალის ბოლო ორი საგზურის მფლობელები გამოვლინდებიან. საქართველოს დედაქალაქში მოსკოვის, უხტის და დებრეცენის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდები შეიკრიბებიან, რომლებსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი უმასპინძლებს.
ამათგან ერთერთი შეუერთდება გუნდებს: კაუნასიდან, რიგიდან, ტალინიდან, მახალოვკიდან, ეკატერინბურგიდან და ხარკოვიდან, რომლებმაც უკვე გაიკვალეს გზა ტურნირის ნახევარფინალური სტადიისკენ.
„ვითიბი ბანკის“–ს უფროსმა ვიცე პრეზიდენტმა, და “ახალგაზრდული საკალათბურთო სტუდენტური ლიგის” პრეზიდენტმა, ანდრეი პერეგუდოვმა აღნიშნა: „მატჩების ჩატარება საქართველოს დედაქალაქში, იქცა ჩვენი ლიგის სასიამოვნო ტრადიციად. აქ იცნობენ და უყვართ ლიგა, ხოლო ადგილობრივი გუნდი ყოველთვის ახდენს უკომპრომისო თამაშისა და დაუჯერებელი თავდადების
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი ძალიან პოზიტიურად დაახასიათეს „ვითიბის ერთიანი ლიგის“ კლუბის, „ვითა“–ს მოთამაშეებმა. პროფესიონალების თქმით, თბილისის უმაღლესი სასწავლებლის გუნდი წელს ისევე ძლიერია, როგორც წარსულში, როდესაც მისი მაისურით გამოდიოდა „ვითა“–ს რამდენიმე ამჟამინდელი მოთამაშე.
საქართველოს დედაქალაქში ძალიან სერიოზული მიზნებით მოემართება დებრეცენის (უნგრეთი) გუნდი.
არ შეიძლება უხტას ჩამოწერაც. გუნდის შემადგენლობას, რომელსაც დიდი ხანია მეურვეობს უნივერსიტეტის რექტორი, სპორტის თავდაუზოგავი ქომაგი, ნიკოლოზ ცხადაია უწევს. ამ გუნდს შუა სეზონში შეუერთდნენ მოთამაშეები ბალკანური ფესვებით, რომლებსაც გამოვლილი აქვთ კალათბურთის ცნობილი, იუგოსლავიური, სკოლა. ამგვარად, უხტის მოწინააღმდეგეებს ადვილი თამაში ნამდვილად არ ელოდებათ.