საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იანოშ ჰერმანი აცხადებს, რომ რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით აპირებს შეხვდეს ყველა მოქმედ პირს. აღნიშნულ საკითხს იგი ცოტა ხნის წინ ტელეკომპანია მაესტროს ეთერში შეეხო და აღნიშნა, რომ როგორი იქნება პატივისცემა მედიაპლურალიზმის მიმართ , ამას გავლენა ექნება საქართველოს პოლიტიკურ იმიჯზე.
"ჩვენ სრულად პასუხს ვცემთ სასამართლოს, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ რუსთავის საქმე, როგორც ის ვითარდება, მას აქვს სეროზული პოლიტიკური კონტექსტი. უპირველესად, როგორი იქნება პატივისცემა მედიაპლურალიზმის, მედიათავისუფლების მიმართ და ამას გავლენა ექნება საქართველოს პოლიტიკურ იმიჯზე. ამიტომ ჩვენ დიდი ყურადღებით ვადევნებთ პროცესებს თვალყურს. გუშინ საღამოს როცა მე ვიძინებდი, ჩავთვალე, რომ იყო სასამართლოს განჩინება, რომლის მიხედვით გადაწყვეტილება არ უნდა ყოფილიყო აღსრულებული დაუყოვნებლივ და იყო დრო შემდგომი აპელაციისთვის. დღეს გავიღვიძე და ჩანს, რომ სიტუაცია ისე არ არის როგორც ჩვენ გვეგონა. რა თქმა უნდა, მე მომიწევს, ვესაუბრო ყველა მნიშვნელოვან მოქმედ პირს. რა თქმა უნდა, ჩვენ შეშფოთებულები ვართ, ძალიან სერიოზულად ვუყურებთ ამ საკითხებს, ჩვენ დავუკავშირდებით ყველა ძირითად მოთამაშეს, რომ, უკეთ გავერკვეთ - რა ხდება. მაგრამ მე მინდა ვთქვა, გუშინ მკაფიოდ ჩანდა, რომ ეს პროცესი მიდიოდა ისეთი გაგებით, რომ იქნებოდა დრო აპელაციისთვის და აღსრულება არ მოხდებოდა დაუყვნებლივ. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ ამ საკითხების მონიტორინგს, კიდევ ერთხელ ვამბობ, იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ ძალიან მნიშვნელოვან პოლიტიკურ ზეგავლენას” - აღნიშნა ელჩმა.