ეროსი კიწმარიშვილის ძმა აცხადებს, რომ რუსთავი 2-ის მფლობელებზე საუბრისას გათვალისწინებული უნდა იყოს ეროსი კინწმარიშვილის ოჯახის ინტერესებიც.
ზურა კინწმარიშვილი ქიბარ ხალვაშის განცხადებას რუსთავი2-ის ეთერით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი ძმა ტელეკომპანიის ერთერთი მფლობელი იყო.
"ადრე სხვა ვერსია მესმოდა, ახლა გავიგონე, რომ მან ვიღაცას მისცა თანხა, მან სხვას, შემდეგ ეროსისთან მივიდა. ამის შესახებ არაფერი ვიცი, თვალით არანაირი თანხა არ მინახავს, შესაძლებელია იყოს კიდეც ეს თანხა, თუმცა ეს თანხა გადახდილი რომ ყოფილიყო, ამას ჩემი ოჯახი იგრძნობდა.. ეროსის ოჯახის ინტერესები გათვალისწინებული უნდა იყოს, თუკი სასამართლო პროცესი მიუკერძოებლად წარიმართება, მისი ინტერესებიც უნდა იყოს გათვალისწინებული და დაკმაყოფილებული,"-განაცხადა კიწმარიშვილმა.
ზურა კიწმარიშვილმა ასევე განაცხადა, რომ მისი ძმის გარდაცვალების საქმის გამოძიება ძალიან შეფერხდა, თუმცა, მან აღნიშნა, რომ ამ ფაქტს ტელეკომპანიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს არ უკავშირებს.