საპარლამენტო იმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე მიიჩნევს, რომ სასამართლოს გუშიდნელი გადაწყვეტილება რუსთავი 2-თან დაკავშირებით, არის მოქცეული სამართლებლივ ჩარჩოებში. მისივე თქმით, მთავარია რუსთავი 2-მა ნაციონალური მოძრაობის ტყვეობიდან იხსნას თავი
,,ვფიქრობ ეს ნამდვილად არის სამართლებრივ ჩარჩოებში, მაგრამ პრობლემა სხვა რამეა, მთავარია შედეგი იყოს, რომ რუსთავი 2-მა საკუთარი თავი თვითონ უნდა იხსნას ძალადობისგან. ის ჯერ კიდევ არის ნაციონალური მოძრაობის მძევალი.რუსთავი 2-ში ძალიან ბევრი მაღალპროფესიონალი მუშაობს. რუსტთავი 2 საზოგადოებას სჭირდება, მაგრამ რუსთავი 2 საზოგადოებას ჭირდება საზოგადოების სამსახურში, სახელმწიფო სმასახურში, საზოგადოებრივი ინტერესების გამტარი, და არა რომელიმე პოლიტიკური გუნდის დაკვეთების აღმსურლებელი. დღეს რასაც ვუყურებ, რუსთავი 2 არის ნაციონალური მოძრაობის მძევალი. რუსთავი 2 უნდა იყოს ობიექტური და არ უნდა იყოს რომელიმე ჯგუფის კუთვნილება,“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.