კასპიის ზღვის მიმდებარე ქვეყნების რუკა ფრანგმა კარტოგრაფმა, პარიზის მეცნიერებათა სამეფო აკადემიის წევრმა, კასინის მოწაფემდა ლუდოვიკო XV-ის გეოგრაფიის მასწავლებელმა გილიომ დელილმა მე-18 საუკუნის დასაწყისში შეადგინა. რუკის უმთავრესისაფუძველია სულხან-საბა ორბელიანის მიერ 1713-1716 წლებში პარიზში ლუდოვიკო XIV-ის (1638-1714) სამეფო კარზე ჩატანილიმასალა, რაც საქართველოსა და მისი მეზობელი ქვეყნების კატროგრაფიულ ინფორმაციას მოიცავდა.
მოგვიანებით, ამ მასალას სპარსეთში ნამოღვაწარი სამი ელჩის - კრუზიუსის, ზურაბეკისა, ფაბრიციუსის და სხვათა დახმარებით,გილიომ დელილმა დაუმატა ჩრდილოეთ კავკასია და კასპიისპირეთი დაუმატა.
რუკა 1723 წელს პარიზში გამოსცა.
„კვირის დოკუმენტი“ ეროვნული არქივის პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს არქივში დაცული უნიკალური და მრავალფეროვანიმასალის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას.
დოკუმენტის ნახვა შესაძლებელია ეროვნული არქივის ვებგვერდზე: http://archives.gov.ge/ge/kviris-dokumenti, ასევე, ეროვნულიარქივის გვერდზე სოციალურ ქსელში: https://www.facebook.com/NationalArchivesofGeorgia.