დავით ბაქრაძე ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოვიდა. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა არსებულ საგარეო გამომწვევებზე, საფრთხეებსა და პერსპექტივებზე ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა ასოცირების შეთანხმების ფარგლებში საქართველოში გატარებულ რეფორმებსა და სამოქმედო გეგმაზე. პოლონეთიდან სახელმწიფო მინისტრი ლატვიაში გაემგზავრება.