რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ამ წუთებში საგანგებო ბრიფინგს მართავს და მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილებას აფასებს.
„მე ხელში მიჭირავს 1 საათში დაწერილი 17 გვერდიანი განჩინება მოსამართლედ წოდებული ზონდერის თამაზ ურთმელიძის, ამ განჩინებას აქვს 2 სიტყვიანი შინაარსი-დიქტატურა დამყარდა. საქართველო იმყოფება ჭკუიდან გადამცადრი რუსი ოლიგარქის დიქტატურის ქვეშ. ამ გადაწყვეტილებით ურთმელიძემ საქართველოში დაასრულა ის მინიმალური დემოკრატიის ნიშნებიც კი, რაც ქვეყანას ქონდა. საქართველოში დასრულდა არა მხოლოდ სიტყვის თავისუფლება და დემოკრატია, სამამრთლო ხელისუფლებამ ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით მოკლა ევროატლანტიკური პერსპექტივა, სრულიად შეუძლებელია ჩვენი ევროინტეგრაცია,“-აცხადებს ნიკა გვარამია.