პოლიტიკოსმა არასოდეს უნდა გადაუხვიოს დაწერილ კანონებს, რომელიც მთელმა საზოგადოებამ მიიღო ერთად, - - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" განაცხადა, სადაც საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრის ორგანიზებით კონფერენცია გაიმართა, თემაზე: "დემოკრატიული კონტროლი საქართველოს უსაფრთხოების სექტორზე".
გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ პირველ რიგში, თითონ პოლიტიკოსებს უნდა სჯეროდეთ კანონის უზნაესობის.
,,შესაძლოა, გარკვეულწილად ჩანდეს, თითოქოს საჭიროა, რაღაც გადახვევა, თუმცა არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გადავუხვიოთ კონსტიტუციის პოსტულატებს, მუხლებს და უნდა ვიყოთ ბოლომდე ერთგული იმ წესრიგის, რომელიც დადგენილია ჩვენი ძირითადი კანონით. ეს არის უმნიშვნელოვანესი. ქართული სახელმწიფოებრიობის ფუნდამენტია, რომ პოლიტიკური ელიტა თამაშობდეს იმ ძირითადი დაწერილი წესებით, რომელიც ჩვენ ყველამ, როგორც საზოგადოებამ ერთობლივად მივიღეთ. აქ არ არსებობს მომენტი, როცა შეგვიძლია ერთი წამით მაინც ეს დავივიწყოთ", - განაცხადა მარგველაშვილმა.