„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ვიქტორ დოლიძე ვანის პარტიული ოფისიდან წევრების წასვლის თაობაზე, ინფორმაციას არ ფლობს.
როგორც ჟურნალისტებს დოლიძემ განუცხადა, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ „თავისუფალი დემოკრატების“ ასოცირება ცოტა სასაცილოა.
„რაც შეეხება პარტიის კადრების წასვლას, ეს საკითხი ფრაქციაში უნდა იკითხოთ, რადგან მე კონკრეტული ინფორმაცია არ მაქვს“, - დასძინა დოლიძემ.
დღეს ქუთაისში, ვანის საკრებულოს „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილმა წევრმა, რომან თვალაბეიშვილმა განაცხადა, რომ პარტია ყველა წევრმა დატოვა.