აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დაიწყო.
აზერბაიჯანის პრეზიდენტი პირველ შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გამართავს.
გიორგი მარგველაშვილი და ილჰამ ალიევი ორმხრივი თანამშრომლობის დეკლარაციას მოაწერენ ხელს. პრეზიდენტები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებსაც გააკეთებენ.
ხვალ აზერბაიჯანის პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს პარლამენტში, მთავრობის კანცელარიასა და საპატრიარქოში.