პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის გაზრდას მიესალმება.
როგორც ჟურნალისტებს მეჭიაურმა განუცხადა, ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა ის ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას ეთანხმება.
მისი თქმით, როდესაც ინფლაციის მაჩვენებელმა გეგმიურს გადააჭარბა, ეროვნული ბანკის მხრიდან ამ ნაბიჯის გადადგმა ადექვატურია.
„რეფირანსირების განაკვეთების გაზრდა უფრო ადრეულ ეტაპზე უნდა მომხდარიყო, როცა დევალვაციამ პიკს მიაღწია. მაშინ, ისინი ამ გადაწყვეტილებას იმდენად არ იღებდნენ, რამდენადაც დევალვაცია არ იყო პრიორიტეტი. პრიორიტეტი ინფლაცია იყო, რომლის მაჩვენებელიც იმ დროისთვის საკმაოდ დაბალი იყო“, - დასძინა მეჭიაურმა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით 7.5 %-მდე გაზარდა.