თბილისის საქალაქო სასამართლომ ტაბულას დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.
მოსამართლემ გაიზიარა სახალხო დამცველის შენიშვნა, რომ განათების სვეტი არ ხვდება იმ ჩამონათვალში, სადაც პოსტერის გაკვრა სამართალდარღვევას წარმოადგენს, თუმცა, ამის მიუხედავად, სამართალდარღვევა მაინც დაადგინა.
ტაბულას დირექტორი დღევანდელი გადაწყვეტილების, ასევე 16 ოქტომბრის უკანონო დაკავების გასაჩივრებას აპირებს.
თამარ ჩერგოლეიშვილი, სალომე ხვადაგიანი და ლექსო მაჭავარიანი ოპერასთან მდებარე ღობეზე, სადაც სხვა მრავალი სარეკლამო განცხადებაა გაკრული, გაზპრომის საწინააღმდეგო საინფორმაციო პოსტერების გაკვრისთვის დააკავეს, შემდეგ კი ხელწერილით გაათავისუფლეს. მათ თვითმმართველი ერთეულის დამახინჯებას ედავებიან.
სალომე ხვადაგიანის სასამართლო პროცესი დღეს, 14:00 საათზე გაიმართება, ხოლო ლექსო მაჭავარიანის 17 ნოემბერს.