ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა ტაავი რიივასმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილსა და დელეგაციის წევრებს სოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მისასალმებელ სიტყვაში ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა ორი ქვეყნის განსაკუთრებულ ურთიერთობაზე ისაუბრა. ტაავი რიივასის თქმით, საქართველო და ესტონეთი ერთმანეთის მეგობარია და ეს არ არის მხოლოდ სიტყვები, ეს არის განცდა, ემოცია. ესტონეთის პრემიერმა ქართველ კოლეგასთან არსებულ ახლო მეგობრულ ურთიერთობასაც გაუსვა ხაზი.
ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობაზე ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც.
,,ჩვენთვის ესტონეთი გამორჩეული მეგობარია, ბევრ სფეროში ვთანამშრომლობთ, ვგრძნობთ თქვენსმხარდაჭერას და ამას ვუფრთხილდებით,"- აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ოფიციალურ ვახშამზე.
ირაკლი ღარიბაშვილის პატივსაცემად გამართულ ოფიციალურ ვახშამზე ტაავი რიივასის მეუღლემ, ლუიზა ვარკმა სიმღერა შეასრულა.