სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თემურ ჯანაშია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოცხადდა.
დაკითხვაზე შესვლამდე ჯანაშიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ კითხვებს სავარაუდოდ, სახელმწიფო გადატრიალების საკითხებზე დაუსვამენ.
მისივე თქმით, ორი დღის წინათ ნიკა გვარამიასთან საუბარი ჰქონდა და პირადი უსაფრთხოების საკითხებზე მისცა რჩევები.
"ვიყავი სდსს-ს თანამშრომელი. მე აღმიქვამენ პროფესიონალად და ვისაც აინტერესებს უსაფრთხოების საკითხები, ხშირად ვაძლევ ხოლმე რჩევას და რეკომენდაციებს. ორი დღის წინ ვესაუბრე ნიკა გვარამიას პირადი უსაფრთხოების საკითხებზე, თუმცა მილიონი ადამიანი შემიძლია ჩამოვთვალო, ვისთვისაც რეკომენდაცია მიმიცია ასეთ საკითხებზე. რაც შეეხება ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის უსაფრთხოებას, დირექტორის უსაფრთხოება არ შემოიფარგლება მხოლოდ იმით ვინც მის გარშემო ტრიალებს, დაცვის ღონისძიებები არის კომპლექსური, რომელიც მოიცავს პირის სამუშაო ადგილის, საცხოვრებელი სახლის, გადაადგილების შემოწმებას", - განაცხადა ჯანაშიამ.
მისივე ინფორმაციით, გვარამიას არ უთქვამს რომ ვინმე ემუქრებოდა.