იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ინფორმაციით, ახალი ხელისუფლების პირობებში სტრასურგის სასამართლოში საქართველოდან გაგზავნილი საჩივრები ხუთჯერ შემცირდა.
როგორც ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის პირველ სხდომაზე წულუკიანმა განაცხადა, თუკი წინა ხელისუფლების პირობებში, სტრასბურგის სასამართლოში წელიწადში, 500 დან 600-მდე ახალი საჩივარი შედიოდა, შარშან, მხოლოდ 102 ახალი საჩივარი შევიდა.
„თუკი წინა წლებში, ამ საჩივრებიდან თითქმის ყველა ეხებოდა - წამებას, ციხეში არადამიანურ მოპყრობას, ქუჩაში ადამიანის დაცხრილვას და სიცოცხლის უფლებას, ახლა შესული საჩივრიდან არცერთი არ ეხება ციხეში წამებას და იმას, რომ სასამართლო არის უსამართლო. სახეზეა ზუსტად ისეთივე პრობლემები, რაც აქვთ გერმანიასა და საფრანგეთს. როდესაც სტრსაბურგის სასამართლოს ვემსახურებოდი, ასეთ საჩივრებს - „დახვეწილ“ პრობლემებს ვუწოდებდით. დღეს ჩვენ პრობლემები გვაქვს, რომელიც დახვეწილია“, - განაცხადა წულუკიანმა.