ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი აცხადებს, რომ საზოგადოება უნდა დარწმუნდეს რუსთავი 2-ის პროცესის გამჭვირვალობაში.
მისივე თქმით, აშშ-ს სწამს, რომ საქართველოში მედიისა და სასამართლოს თავისუფლება ძალზედ მნიშვნელოვანი ღირებულებაა.
,,ამერიკის შეერთებულ შტატებს სწამს, რომ მედიის და სასამართლო სისტემის თავისუფლება ძალზედ მნიშვნელოვანი ღირებულებაა. ვფიქრობ, მთავარი მიზანია, დარწმუნდეს საზოგადოება, რომ რუსთავი 2-ის პროცესი გამჭვირვალედ მიმდინარეობს. ამ მხრივ გასაჩივრებისა და აპელაციის პროცესი სათანადოდ იქნება უზრუნველყოფილი, რაც თავისთავად დადებითი მომენტია”, - განაცხადა კელიმ.