მომღერალ სოფო ნიჟარაძის ადვოკატი ბექა ბასილაია მიიჩნევს, რომ არტისტის დაბარება ე.წ. გადატრიალების საქმეზე კომიკურს ხდის მთელ გამოძიებას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მან მოდულის შენუბაში, მისი დაცვის ქვეშ მყოფთან ერთად შესვლამდე განუცხადა.
"არტისტის დაბარება ე.წ. სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე, კომიკურს ხდის მთელს ამ გამოძიებას, მითუმეტეს, ფაბრიცირებული და ფალსიფიცირებული მასალების საფუძვლებზე. რა უნდა განვაცხადოთ ამაზე სერიოზულად, ერთადერთი მიზანი ამ დაბარებას აქვს, კონკრეტული პირების პირად ცხოვრებაში ჩარევა და დისკრედიტაცია", - განაცხადა ადვიკატმა.
ე.წ. მოდულის შენობასთან ნიჟარაძის მეგობრები არიან შეკრებილი.